ის ის იყო უნივერსიტეტიდან საკმაოდ კარგ ხასიათზე დავბრუნი, რომ ჩემმა დამ შეძლო წუთის მეათედში მოესპო განწყობა…… არა, სჯობს რამდენიმე საათით უკან გადავინაცვლოთ და იქიდან დავიწყო…
…ზოგადად უნდა აღინშნოს, რომ ბოლო პერიოდში თსუ-ს პირველი კორპუსით აღფრთოვანებული ხშირად ვიკიდებ ხოლმე ყელზე მწვანელენტიან ნომერს, რომელიც მხატვრული ლიტერატურის მომხმარებელზე მიუთითებს და აქტიურად ვეტანები პიესებს. ხოდა სწორედ ერთ-ერთი მქონდა რამდენიმე საათის დამთავრებული, რომ სახლში ჯერ კიდევ ემოციებით დატვირთული დავბრუნდი. ლოგიკურია, ჯერ არ ვიყავი მიზანსცენას გამოცდენილი. ტრანსპორტი ხომ საუკეთესო საშუალებაა წაკითხულის ხელახლა გასააზრებლად და მე რა გამონაკლისი ხომ არ ვიქნებოდი, რამდენჯერმე რომ არ გამხსენებოდა საუკეთესო მომენტები და ძლივს არ შემეკავებინა სიცილი მეტროში.
როგორც თეატრში ფეხადგმულმა და სცენის მტვერნაყლაპმა სიამაყით განვუცხადე საკუთარ თავს, რომ ჩემგან იდეალური რეჟისორი დადგებოდა. მგონი 4 წლისაც არ ვიყავი პირველად სპექტაკლის “გარჩევა” რომ მთხოვეს, მე კი, დამიჯერეთ, ბევრი ზრდასრული ვერ დაიკვეხნიდა, ისე დეტალურად აღვწერე მთავარი აზრი და მისი გადმოცემის საშუალებები. მოკლედ, ამ საკითხში თავის ქება რომ დავიწყო შორს წავალ და უბრალოდ იმას გავუსვამ ხაზს, რომ ჩემი “პიესის კითხვა” საკმაოდ განსხვავდება სხვების კითხვისაგან. მე არასოდეს არ ვკითხულობ მას, მე უბრალოდ ვზივარ და ვუყურებ სპექტაკლს, ისე როგორც არავინ, ისე როგორც მხოლოდ მე…
ბევრი რომ არ გავაგრძელოთ, იმედია მიხვდით რა დონის ნასიამოვნები დავბრუნდი სახლში და ალბათ ბედნიერად ყოფნის რეკორდსაც დავამყარებდი, ჩემ დას რომ არ მოეხალა სახლში შესვლისას:
ცეტ, ბალეტზე შევიდე?
გუნება გამიფუჭდა, თუმცა არ შევიმჩნიე და ჩვეულ დემაგოგობას მივყე ხელი. რა თქმა უნდა არა_დავიწყე დამაჯერებელი ტონით, აი ისე, მხოლოდ სხვაზე მზრუნველი ადამიანები რომ ლაპარაკობენ ხოლმე_შენ სამეჯლისო უფრო მოგიხდება, თანაც ხომ იცი რომ მე… რომ მე დავიბოღმები…
ნაძალადევად გავიღიმე და ოთახიდან გავედი… “ბალეტზე? არა, არ შევა”…
კარგად ვიცოდი, რომ ეს ჩემი დის კიდევ ერთი 7-8 წუთიანი გატაცება იყო და მალე დაივიწყებდა, მაგრამ ბალეტი, Shit, ეს სიტყვა საკმარისზე ოდნავ მეტიც კია, რომ ხასიათი მინიმუმ შემიცვალოს მაინც… ალბათ ყველას ასე დაემართება, თუ პატარას რაღაც კარგად გამოსდის, ამაყობს წვერებზე დგომითა და ფრანგული სახელების დამახსოვრებით, შემდეგ კი ვიღაც ექიმი ცერზე დგომას გიკრძალავს და მისივე რეკომენდაციით ქართულ ცეკვაზე შეჰყავხარ მშობლებს…
ზოგჯერ ზედმეტად ძნელიც კია უყურო როგორ დაფრინავენ სცენაზე. თუმცა ამის თავი და თავი ისაა, რომ რამდენიმე წლის წინ ცერა თითზე მიღებულმა ტრამვამ მარტივი რაღაც დამიმტკიცა, არაფერ შუაშია ექიმი, ცეკვა რომც გამეგრძელებინა სავარაუდოა ამ ტრამვის შემდეგ შემეწყვიტა…. თუმცა არა, ალბათ მაშინ უფრო მოვუვლიდი ფეხს და არ დავიკიდებდი ვითომ მსუბუქ ნატკენს….
სულერთია….
მაინც ხდება ხოლმე, რომ არშემდგარი ბალერინა და რეჟისორი იურისტი ხდება… (ხატვაზე არაფერს ვამბობ, რადგან ეს შეთავსებითაც შეიძლება)…
ისღა გრება ჩარჩოებდამსხვრეულ ხალხს მიაჩერდე…. დიახთ, მე მიყვარს კოდექსის სუნი, თუმცა ისევ ვაპროტესტებ თავადაც არ ვიცი რას… ალბათ იმას, რომ არ არსებობენ ბალერინა რეჟისორები, რომლებიც პროკურორები ხდებიან…
ალბათ ზედმეტად მოსაწყენი იქნებოდა ცხოვრება, გზაზე ცინიკოსი, ყველაფრის მქონე და მაინც უკმაყოფილო ადამიანები რომ არ გვხვდებოდნენ ხოლმე. ზედმეტად ამაყები, გულის სიღრმეში იქნებ კომპლექსიანებიც, სხვისი ბედნიერებით ცუდ გუნებაზე დამდგრები და უმრავლეს შემთხვევაში საკმარისზე ოდნავ მეტად ცივებიც.
ზოგჯერ უმცირესი მიზეზიც კი საკმარისია, რომ ყელში ბურთი გაგეჩხიროს. მითუმეტეს მაშინ, თუ იცი, რომ მომხდარს ვეღარ შეცვლი და ცხოვრება უჩვეულო კალაპოტში უნდა განაგრძო.
oh, shit… როგორ ვერ ვიტან ისეთ გოგონებს, დედის მხარს თავჩამოდებულები რომ მგზავრობენ მეტროში და სახეზე სულელური ღიმილი დასთამაშებთ, რაღაც “ცხოვრება მშვენიერიას” მსგავსი….. ჰო, აი ისეთებზე ვამბობ, მატარებელში შემოსულ ყველა მცირეწლოვან არსებას “რა საყვარელიას” ძახილით რომ მისჩერებიან და რაღაც რომანტიულს პოულობენ ხელჩაკიდებულ წყვილებში……. დიახ, იმ წყვილებში, ხშირ შემთხვევაში “საყვარელი” არსებების შექმნას რო ვაგონშივე ახერხებენ…
ცუდად ვიყავი, გუშინ ვკვდებოდი, ახლა მიხსენებს ალბათ….. არა არა, ეგ სხვაა…
ჩემჩნევაზე გამახსენდა,
მოკლედ, გაუპატიურებული თემაა უკვე ჩემს ბლოგზე სიკვდილი, მაგრამ მელას რაც ენატრებოდა ის ელანდებოდას პრინციპია რა… ამჯერად თავს არ მოგაბეზრებთ სუიციდისკენ მიდრეკილის გადახრილი პოსტებით, შემთხვევაზე დავწერ, რომელსაც გუშინ შევესწარი…